saqarTvelos mwvervalebi - marjaniSvilis mwvervali

 

მარჯანიშვილის მწვერვალი - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ზესხოს (ცხენისწყლის ერთ-ერთი მდგენელი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3500 მ. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით, ქვიშაქვებითა და კვარციტებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალზე 1938 წელს მოეწყო საქართველოს ალპური კლუბის პირველი ექსპედიცია (ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე).